|
2016-03-15 19:24:23, 947 ნახვა
სამხედრო
ქართული არტილერიის 24 წლის იუბილე ხონში, II საარტილერიო ბრიგადაში საზეიმოდ აღინიშნა
15 მარტი ქართული არტილერიის დღეა. 24 წლის იუბილე ხონში, II საარტილერიო ბრიგადაში საზეიმოდ აღინიშნა. არტილერისტებს პროფესიული დღე დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცა. ღონისძიებას ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და დასავლეთ სარდლობის მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. სპეციალურად არტილერიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე II საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო ცეცხლსასროლი იარაღებითა და საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ. ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე ოჯახის წევრებმა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებმაც მიულოცეს. II საარტილერიო ბრიგადის ბაზის ტერიტორიაზე მიწვეულ სტუმართთვის და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებისთვის „ღია კარის" დღე მოეწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)