|
2016-03-15 19:05:57, 674 ნახვა
საზოგადოება
“მნიშვნელოვანია ქართველი პაციენტების მოლოდინებისა და სურვილების შეფასება“
ჯანდაცვის სამინისტროსა და გლობალ ალიანსის პროექტი ,,რა გაწუხებთ’’, მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების, მათი საჭიროებების ზუსტად განსაზღვრას. პროექტის მნიშვნელობას აფასებენ და თავის მოსაზრებას გამოთქვამენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მათ შორის აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი ნოდარ ლომიძე და თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი – ნუგზარ კუჭავა. ნოდარ ლომიძე – ,,ინიციატვივა ძალიან კარგია. მეტად მნიშვნელოვანია ქართველი პაციენტების მოლოდინებისა და სურვილების შეფასება. ის რაც კეთდება ნებისმიერ სფეროში და მათ შორის ჯანდაცვაშიც, სწორედ მოსახლეობაზეა გათვლილი, ეს პროექტი კი ხელს შეუწყობს, პაციენტების ყველაზე მნიშვნელოვანი საჭიროებების წინ წამოწევას. ვფიქრობ, რომ მსგავსი გამოკითხვა ექიმებშიც უნდა განხორციელდეს, რათა ნათელი გახდეს თუ რა არის გამოსასწორებელი კლინიკებში, რა აწუხებთ სხვადასხვა ვიწრო სპეცილისტებს და რის დანერგვას ისურვებდნენ თავიანთ სფეროში. ვფიქრობ, ყველა განვითარებულ ქყვეყანაში ხდება და ტარდება მსგავსი პროექტები. არც ჩვენს ვართ გამონაკლისი. ნუგზარ კუჭავა – ,, პროექტი თავისი არსითა და მნიშვნელობით ძალიან კარგია. ვფიქრობ, რომ მოსახლეობის სურვილებისა და მოლოდინების გაგება ხელს შეუწყობს ახალი პროექტების ჩამოყალიბებას. ჩემი აზრით, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა ჩაერთოს ამ გამოკითხვაში, ყველა ასაკისა და სფეროს წარმომადგენელი. საინტერესო იქნება მათი დამოკიდებულების გაგება ახალ რეფომებთან დაკავშირებით. პირადად მე, დიდი ინტერესით გავეცნობი ამ გამოკითხვების შედეგებს. გამოკითხვა საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ გამოიკვეთება ის ძირითადი პრობლემები, რაც კლინიკებში არის. გარკველწილად, ექიმების პრობლემების მოგვარება და გადაჭრა პაციენტების კომფორტის შექმნასაც გულისხმობს, რადგან ექიმის პრობლემები გარკვეულწილად პაციენტის პრობლემადაც იქცევა ხოლმე. ვიმედოვნებ, სამინისტრო კიდევ ბევრ ახალ და სასარგებლო იდეებს შემოგვთავაზებს’’.
გახარიას პარტია: პატარიძე კანდიდატად კონსტიტუციის აშკარა და უხეში დარღვევით წარადგინეს
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)