12:32 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-28 12:54:28, 500 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის სასამართლომ ვიქტორ იანუკოვიჩს დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

კიევის, პოდოლის რაიონის სასამართლომ, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დაუსწრებლად 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ყოფილი პრეზიდენტი დეზერტირობის წახალისებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის გაასამართლეს.

იანუკოვიჩის გარდა, იმავე მუხლებით გაასამართლეს უკრაინის სახელმწიფო დაცვის უფროსის ყოფილი მოადგილეს, რომელიც ასევე პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მას 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

"პროკურორებმა სასამართლოში დაამტკიცეს, რომ 2014 წლის 23 თებერვალს, ყოფილმა პრეზიდენტმა, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დახმარებით, საჰაერო გზით უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი". – წერია განაჩენში.

იანუკოვიჩი უკრაინის სასამართლომ უკვე მეორედ ცნო დამნაშავეთ. პირველ, სახელმწიფო ღალატის საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი 2019 წელს გაასამართლეს. იანუკოვიჩს დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics