20:29 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 15:07:41, 769 ნახვა

პოლიტიკა
ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშში აღარ არის ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან

მოკავშირეები პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურად თანამშრომლობენ, მათ შორის უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის ნატო-მ სპეციალური სტრუქტურები შექმნა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

„ევროატლანტიკურ რეგიონში მოკავშირეები აქტიურად თანამშრომლობენ 16 პარტნიორ ქვეყანასთან როგორც ორმხრივად, ასევე ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსა და „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ პროგრამის მეშვეობით. აღნიშნულ პარტნიორებს შორის, ნატო-მ უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის სპეციალური სტრუქტურები შექმნა”, - წერს ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე 2024 წლის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიაში ალიანსი ჩართულობას თბილისში მდებარე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით აგრძელებს.

“ასევე, ნატო-სა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობა გაგრძელდა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდას”, - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ნატო-ს გენერალური მდივნის 2024 წლის ანგარიშში აღარ არის ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან.

“ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ უკრაინის მომავალი ნატო-შია და ალიანსი მომავალი წევრობის გზაზე უკრაინას მხარს დაუჭერს. ვილნიუსის სამიტის დეკლარაციამ დაადასტურა, რომ მოკავშირეები საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართ კვლავ ერთგულნი რჩებიან“, - აღნიშნული ჩანაწერი ნატო-ს გენერალური მდივნის 2023 წლის ყოველწლიურ ანგარიშში იყო დაფიქსირებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics