12:29 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-25 11:56:04, 808 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს

ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„ფრანს-პრესის“ ცნობით, დღეს ღამით ინდოეთისა და პაკისტანის ჯარისკაცებმა ქაშმირში, ორი ქვეყნის გამყოფ კონტროლის ხაზზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.

„მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით სროლა არ ყოფილა“, - განუცხადა სააგენტოს ქაშმირში პაკისტანის მთავრობის წარმომადგენელმა, საიდ აშფაქ გილანიმ.

სროლის შესახებ ინფორმაცია ინდოეთის არმიამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ცეცხლი პაკისტანმა გახსნა.

შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 აპრილს ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის პოლიციამ სამი ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მათგან ორი პაკისტანის მოქალაქეა. თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა, დიპლომატები გააძევა და ინდის წყლების განაწილების შესახებ ხელშეკრულება შეაჩერა, ხოლო პაკისტანმა ინდოეთის ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ინდოეთის მოქალაქეებისთვის გაცემული ვიზების მოქმედება შეაჩერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics