|
2025-04-25 10:08:39, 5565 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე - ეს იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში
ეს [ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება] იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად "იმედის" ეთერში განაცხადა. კერძოდ, მამუკა მდინარაძემ უპასუხა წამყვანის კითხვას: "თეორიული დაშვება - მიიღო ევროკავშირმა პოლიტიკური გადაწყვეტილება, გამოიყენა პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტი, ეს ადამიანებში აღქმული იქნება, ეს გასაგებია, რომ დაგვსაჯეს, თუ პირიქით, ამან შეიძლება გამოიწვიოს მწვავე რეაქცია?". მდინარაძის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქართული საზოგადოების მხრიდან "სწორად იქნება აღქმული" და განმარტა, რატომ აქვს თავად ნაკლები მოლოდინი, რომ ევროკავშირმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს. "ჯერ ერთი აღქმული იქნება სწორად, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ აქამდე ყველაფერი აღიქვა სწორად ქართულმა საზოგადოებამ, აქაც სწორად აღიქვამს. ახლა, რატომ არ ველოდები მე მაგალითად: შეიძლება ხშირად მითქვამს საკუთარ თავზე და სხვებიც, ვინც მიცნობს, ასე მიცნობენ, რომ ოპტიმისტი ვარ. რატომ არის ნაკლები მოლოდინი პირადად ჩემი აზრით, ეს იქნება ბოლო ტყვია შანტაჟის იარაღში. შანტაჟს რომ აზრი ეკარგება, აქამდე როგორც ასეთი, შანტაჟის ავტორი არ მიდის ხოლმე. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, იმის იქით ბერკეტი აღარ არსებობს მათი მხრიდან. თუკი ვინმე, ევროკავშირის იმდენ სახელმწიფოს ისე მომართავს, რომ ამ გადაწყვეტილებამდე მართლა მივიდნენ, ეს ნიშნავს, რომ დასაშანტაჟებელი სვლა მეტი აღარ არსებობს. ესეც თუ გადაიტანა ქართულმა სახელმწიფომ, ბოლომდე მყარად რჩება თავის გადაწყვეტილებებში, სუვერენიტეტი ბოლომდე განამტკიცა, უკვე სავაჭრო, სალაპარაკო, დასაშანტაჟებელი.... ომის დასაწყებად იქნება თუ რაღაცა სხვა, მათთვის ბერკეტების მისაცემად, სასამართლოს გადასაცემად..."აი დამოუკიდებელი არ უნდა იყოსო, ჩვენ უნდა მოგვცეთო", პრაქტიკულად, ეს არის ხომ მესიჯი გარედან - "რომ ბერკეტი გვქონდეს, როცა მოგვინდება, მაშინ აგატრიალოთ და ა.შ. ავაყირაოთ ხელისუფლება". ამის შემდეგ რაღა უნდა ქნან, რით უნდა დაგვემუქრონ, ახლა ხომ იმუქრებიან ამით, რით უნდა დაგვემუქრონ, უბრალოდ, ბოლო-ბოლო ატომურ ბომბს ხომ არ გვესვრიან? მეტი გზა დასაშანტაჟებლად აღარ არის. შანტაჟს მაშინ აქვს აზრი, ვიდრე კიდევ რაღაც რჩება, ბოლო კარტის გადმოგდებას ჩემი აზრით, ისინი ასე მარტივად არ უზრუნველყოფენ", - განაცხადა მდინარაძემ.
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)