|
2025-04-24 14:02:34, 906 ნახვა
სამართალი
ანდრო ჭიჭინაძე - ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ჰუმანურობაზე - როდესაც ადამიანს შეუძლია პატიმარ ქალს ცილისწამებითა და ტყუილით შეეხოს, ეს არაკაცობაა,- ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე დაკავებულმა მსახიობმა, ანდრო ჭიჭინაძემ, სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისი თქმით, თუ მას ან რომელიმე ბრალდებულს, რაიმე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ეს არა ირაკლი კობახიძემ, არამედ მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს. „დაახლოებით ერთი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დამნაშავეები ვართ, დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია, წინასწარ მოგვისაჯა და შემდეგ დაიწყო ლაპარაკი ჰუმანურობაზე, არავის ჰუმანურობა არ მჭირდება და თუ რაიმე პასუხისმგებლობა უნდა დამეკისროს ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. მეორე: როდესაც ადამიანს შეუძლია პატიმარ ქალს [მზია ამაღლობელს] ცილისწამებითა და ტყუილით შეეხოს, ეს არაკაცობაა. მე აბსოლუტურად ყველაფერზე, რასაც ვამბობ და რასაც ვაკეთებ, პასუხისმგებელი ვარ და არავითარი ჰუმანურობა არ მჭირდება. და კიდევ ერთი საკითხი, მიმხვედრი მიხვდება: სანამ რაღაცას დააბრეხვებთ, უნდა იცოდეთ, ვისთან",- განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ. ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ ცხრა პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა. დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კობახიძე - გულწრფელად ვულოცავ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას
ფაშინიანის "სამოქალაქო კონტრაქტის" ეგზიტპოლით, მათი პარტია არჩევნებში 56.7%-ით იმარჯვებს
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)