|
2025-04-24 11:03:21, 4580 ნახვა
კომენტარი
ანდრეი სიბიგა - პუტინი, თავისი ქმედებებით და არა სიტყვებით, აჩვენებს, რომ მხოლოდ ომის გაგრძელება სურს
რუსეთის გუშინდელი მაქსიმალისტური მოთხოვნები უკრაინის მიმართ - გაიყვანოს ჯარები თავისი რეგიონებიდან, ამ სასტიკ დარტყმებთან ერთად, აჩვენებს, რომ მშვიდობის დაბრკოლებას რუსეთი და არა უკრაინა წარმოადგენს, ზეწოლა უნდა განხორციელდეს მოსკოვზე და არა კიევზე, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით და რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას. „რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა, რომლის სამიზნეც კიევსა და სხვა რაიონებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. უკრაინის დედაქალაქმა განსაკუთრებით საშინელი და ხმაურიანი ღამე გადაიტანა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში 9 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 70-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის 6 ბავშვი. რუსეთის რაკეტებითა და დრონებით უკრაინის სხვა ქალაქები და თემები შუაღამისას დაიბომბა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა და დაშავდა“, - წერს სიბიგა. მისი თქმით, პუტინის ტერორსა და აგრესიას სისუსტე და დათმობები ვერ შეაჩერებს. „პუტინი თავისი ქმედებებით და არა სიტყვებით აჩვენებს, რომ ის არ სცემს პატივს სამშვიდობო ძალისხმევას და მხოლოდ ომის გაგრძელება სურს. მის ტერორსა და აგრესიას სისუსტე და დათმობები ვერ შეაჩერებს. მხოლოდ ძალა და ზეწოლა შეაჩერებს“, - აცხადებს სიბიგა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)