|
2016-03-15 14:10:29, 626 ნახვა
სამართალი
საზმაუს მონიტორინგის საბჭო: ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
ეკა მიშველაძის გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პოლიტიკური ნიშნით მოხდა, - ასეთ დასკვნას საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო აქვეყნებს, რომელმაც საკითხი შეისწავლა. როგორც მონიტორინგის საბჭოს წარმომადგენელმა ემზარ გოგუაძემ განაცხადა, პოლიტიკური დევნა ეკა მიშველაძეზე იმ მიზეზით განხორციელდა, რომ ის ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის მეუღლეა. ამასთან ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ მონიტორინგის საბჭოს დასკვნა არ უკვირს. მისი თქმით, ამ დასკვნას აუცილებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგენს. "სასარგებლოა მონიტორინგის საბჭოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში წავიღებ. საბჭომ ჩემი განცხადების საფუძველზე განიხილა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩემი გათავისუფლების საკითხი და მათ მიიჩნიეს ეს არაკანონიერად. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ აქ იყო პოლიტიკური ინტერესი და ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვაც. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა. მოხარული ვარ, რომ მონიტორინგის საბჭო ამ საკიტხით დაინტერესდა", - განაცხადა ეკა მიშველაძემ. საბჭოს დასკვნის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის მხრიდან პოლიტიკური დევნა განხორციელდა. საუბარია გენერალური დირექტორის მრჩეველ ბასა ჯანიკშვილზე, რომელმაც საჯარო სივრცეში განაცხადა ეკა მიშველაძის ინტერესთა კონფლიქტზე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)