|
2016-03-15 13:46:42, 741 ნახვა
სამართალი
ბაჩო კიკაბიძე "მაესტროს" ლოგოსა და სახელს ვეღარ გამოიყენებს
ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბაჩო კიკაბიძე "მაესტროს" ლოგოსა და სახელს ვეღარ გამოიყენებს. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. როგორც ბაჩო კიკაბიძე აცხადებს, კონკრეტულად ამ საქმის მოსამართლეზე ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა. მისივე თქმით, მიუღებელია ადამიანს კერძო საკუთრება ჩამოართვან იქამდე, სანამ რომელიმე პირის საჩივარს არ განიხილავენ. „ასეთი რამე არც ერთი მთავრობის დროს არ მომხდარა, შევარდნაძის მთავრობის დროსაც კი არ მომხდარა. ჩვეულებრივად საკუთრებაზე შემიზღუდეს უფლება. გვაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად ამ მოსამართლეზე, ამ საქმეზე ძალიან მაგარი ზეწოლა იყო. არავითარი პრობლემა არ არის რა მერქმევა, "მაესტროს" ვერ გააჩერებენ“, - განაცხადა ბაჩო კიკაბიძე. პარალელურად, დღევანდელ კრედიტორთა საბჭოზე უნდა გაირკვეს დაკმაყოფილდება თუ არა ლევან გაჩეჩილაძის მოთხოვნა ”შპს მაესტროს” გაკოტრების საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით. "მაესტროს" გენერალური დირექტორის, ლევან გაჩეჩილაძის ინტერესების დამცველი ირწმუნება, რომ მაკა ასათიანის ვალის - 54 მილიონის დაფარვის შესაძლებლობა მათ აქვთ - რასაც, თავის მხრივ, ეჭვის თვალით უყურებს მაკა ასათიანის ადვოკატი, გიორგი გვენეტაძე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)