|
2016-03-15 12:17:42, 499 ნახვა
საზოგადოება
გაერო-ს ქალთა სტატუსის მე-60 სესია გაიხსნა
ნიუ-იორკში გაიხსნა გაეროს ქალთა სტატუსის კომისიის მე–60 სესია, რომლის მთავარი თემაა ქალთა გაძლიერების კავშირი მდგრად განვითარებასთან. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სესიის ფარგლებში გაიმართა დისკუსია მრგვალ მაგიდასთან, სადაც სიტყვით გამოვიდა პრემიერ–მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. მათივე ინფორმაციით, სოფო ჯაფარიძემ ისაუბრა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე ეროვნული მექანიზმების განმტკიცებაზე და მოახსენა აუდიტორიას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე საუწყებათაშორისო კომისიის შექმნის თაობაზე. მისი განცხადებით, საუწყებათაშორისო კომისიის დებულებაზე მუშაობა დასრულების ეტაპზეა. საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან შესაბამისი სამინისტროების მინისტრთა მოადგილეები. კომისიის მანდატი სხვა საკითხებთან ერთად გავრცელდება გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე, გენდერული მეინსტრიმინგის ხელშეწყობაზე ყველა სამინისტროში და გენდერული მეინსტრიმინგის პოლიტიკის შემუშავებასა და გადახედვაზე, სქესის მიხედვით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებაზე, ანალიზსა და კვლევაზე, გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების საკითხების თაობაზე წინადადებების შემუშავებასა და საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენაზე, ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის და შესაბამისი სპეციალური მომხსენებლების, ასევე გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის რეკომენდაციების და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების მიზნით სპეციალური ღონისძიებების/პოლიტიკის შემუშავებაზე. კომისია ანგარიშვალდებული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის საუწყებათაშორისო საბჭოსა და პარლამენტის წინაშე. კომისიას ეყოლება სამდივნო, რომელიც დაეხმარება მას თავისი ფუნქციების განხორციელებაში. სოფო ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მრავალი წლის განმავლობაში გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის არარსებობა აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების წუხილის საგანი იყო. მისი განმარტებით, აღნიშნული ინიციატივა ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების ურყევ ნებას გაითვალისწინოს გენდერული თანასწორობის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში. საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)