|
2025-04-17 10:34:47, 887 ნახვა
ეკონომიკა
STEM სკოლაში 200 მოსწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიატია
ინჟინერიით, ტექნოლოგიებით და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად STEM სკოლის პროექტს უკვე მესამე წელია ახორციელებს. პროექტის მიზანი ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ახალგაზრდების მომავლის პროფესიებით დაინტერესებაა. იმისათვის, რომ STEM სკოლაში სწავლა საქართველოს მასშტაბით მცხოვრები, თითოეული მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, სასწავლო პროცესს ნებისმიერი ლოკაციიდან დაესწრონ. ამასთან, განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად, მისაღებ გამოცდაზე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეებს STEM სკოლაში სწავლას უფინანსებს. წელს ბანკის სტიპენდიატი 90 მოსწავლე გახდება, რომელთაგან 60 სრულ, 30 კი 50%-იან დაფინანსებას მიიღებს. ამჟამად STEM სკოლაში 200 მოსწავლე საქართველოს ბანკის სტიპენდიატია და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)