|
2025-04-16 19:49:29, 3326 ნახვა
კომენტარი
მარტა კოსი - დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამოქალაქო სივრცეს და გაზრდის არსებულ რეპრესიებს
დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამოქალაქო სივრცეს და გაზრდის არსებულ რეპრესიებს , - ამის შესახებ გაფართოების საკითხებზე ევროკომისარი, მარტა კოსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ღრმად ვწუხვარ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯზე, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს შორდება. დღეს მიღებული კანონი კიდევ უფრო შეამცირებს სამოქალაქო სივრცეს და გაზრდის არსებულ რეპრესიებს. მსგავსი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უნდა გაუქმდეს“, - წერს კოსი. ცნობისთვის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ამოქმედების შემდეგ, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. ამავე პროექტით, საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)