2025-04-16 14:53:00, 548 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაყოფას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ცვლილებები მესამე მოსმენით, 82 ხმით მიიღო.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტთა პაკეტი პლენარულ სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა წარადგინა.
ცვლილებების თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
კანონის პროექტით აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,