|
2025-04-15 12:59:28, 595 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - „ნაცების“ პარტიები აიკრძალებიან წელსვე
„ნაცების“ პარტიები აიკრძალებიან წელსვე - დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა ნამდვილად არ ექნება, თუკი ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის ამ საკითხს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მდინარაძე ამბობს, რომ მისი გუშინდელი განცხადების გამო, „ვიღაცებს იმედები გაუჩნდათ", თუმცა მისივე თქმით, ოქტომბრამდე პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა. „ვიღაცას ზედმეტი იმედები რომ არ გაუჩნდეს, ჩვენი მხრიდან, არჩევნებამდე, ანუ ოქტომბრამდე, რაც კი პარლამენტზეა დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველა ეტაპი იქნება გავლილი, თავისი სარჩელის შეტანით. დარჩება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. გუშინ ჩემი განცხადების შემდეგ, ვიღაც-ვიღაცებს იმედები გაუჩნდათ, მაგრამ ვადის გადაწევამ, რაც კომისიამ აბსოლუტურად საფუძვლიანად მოითხოვა, პროცესების მაქსიმუმ, 2-3 თვით გადაწევა გამოიწვია. ჩვენს მხარეზე რაც არის დამოკიდებული, ოქტომბრის თვემდე, სექტემბერში, უკვე ყველა პროცესი იქნება დასრულებული, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის ჩათვლით, "ნაცების" პარტიების აკრძალვის შესახებ“, - განაცხადა მდინარაძემ. როგორც უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, ძალიან დიდი შანსია ოპოზიციურ პარტიებს „უცხოელმა პატრონებმა“ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა დაავალონ. "ძალიან დიდი შანსია, რომ ვინაიდან, ეს არის მათთვის უკანასკნელი არჩევნები, "ნაცმოძრაობაზე" და მის კლასტერზე მაქვს საუბარი, დაავალონ მათ არჩევნებში მონაწილეობის მოღება. ზოგი ჭირი მარგებელია - მე მგონია, რომ ხალხის და შემდეგ ჩვენი პარტიის პასუხი ერთობლიობაში ძალიან კარგი იქნება. ჯერ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და მერე ჩვენ გავცემთ ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელით. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა ნამდვილად არ ექნება, თუკი ოდნავ მაინც ობიექტურად განსჯის ამ საკითხს. "ნაცების" პარტიები აიკრძალებიან წელსვე," - განაცხადა მდინარაძემ.
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)