19:43 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-15 10:42:47, 508 ნახვა

საზოგადოება
სოლიდარობის ფონდმა შსს-ში საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა

„საქართველოს სოლიდარობის ფონდმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ფონდის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია წარადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისა და დანაყოფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ ჯაშმა ფონდის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და შს სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. სოლიდარობის ფონდში დონაციას შსს-ს 16 ათასზე მეტი თანამშრომელი სისტემატურად ახორციელებს. მათ მიერ ფონდში შეტანილი თანხის ოდენობა ყოველთვიურად 60 ათას ლარს აჭარბებს. ამასთან, შსს-ს მომსახურების სააგენტოს საქველმოქმედო სოციალური პროექტის მეშვეობით, სოლიდარობის ფონდში უკვე 40 ათას ლარზე მეტი გადაირიცხა.

2016 წლის 29 თებერვლის ჩათვლით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 55 000-ზე მეტი მხარდამჭერისა და 24 კერძო კომპანიის დახმარებით, საერთო ჯამში 5 963 960 ლარის მობილიზება მოახდინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტუაფსეში ცეცხლმოკიდებული ნავთობტერმინალიდან ტოქსიკურმა ღრუბელმა ანაპამდე მიაღწია
თავისუფლების მოედანი EU-ის ელჩზე: დემოკრატიის დაცვა პარტნიორობაა და არა ჩარევა
პუტინმა ბრძანა, რომ რუსებს ინტერნეტზე წვდომა „თეთრი სიების“ საფუძველზე ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics