13:58 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-14 19:06:19, 818 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - საერთაშორისო სამართალი კატეგორიულად კრძალვას შეიარაღების სამოქალაქო ტერიტორიაზე განთავსებას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ობიექტზე, რომელზეც რუსეთმა სუმში სარაკეტო დარტყმა განახორციელა, უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნების და მათი დასავლელი კოლეგების შეხვედრა იმართებოდა. ამის შესახებ ლავროვმა რუსულ გამოცემა „კომერსანტს“ განუცხადა.

ლავროვის თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კატეგორიულად კრძალვას სამხედრო ობიექტების და შეიარაღების სამოქალაქო ობიექტების ტერიტორიაზე განთავსებას.

„რამდენი ვიდეოა გამოქვეყნებული ინტერნეტში, სადაც უკრაინელი ქალები ყვირიან, რომ სამხედროები წაეთრნენ მაღაზიებიდან, საბავშვო მოედნებიდან, თუმცა ეს პრაქტიკა გრძელდება. ჩვენ გვაქვს ფაქტები იმის შესახებ, ვინ იმყოფებოდა იმ ობიექტზე, რომელზეც სუმში დარტყმა განხორციელდა. იქ იყო უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნების მორიგი შეკრება თავიანთ დასავლელ კოლეგებთან, რომლებიც იქ იმყოფებიან დაქირავებული მებრძოლების თუ არ ვიცი, ვისი სახით. იქ იმყოფებიან ნატო-ს ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები და პირდაპირ ხელმძღვანელობენ. ყველამ იცის ეს. „ნიუ-იორკ თაიმსმა“ ცოტა ხნის წინ განმარტა, როგორ ასრულებდნენ თავიდანვე ამერიკელები წამყვან როლს რუსეთზე თავდასხმებში. ამ როლის გარეშე შორი რადიუსის რაკეტების უმეტესობა საერთოდ ვერ მოწყდებოდა განთავსების ადგილს“, – განაცხადა ლავროვმა.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა ქალაქ სუმზე. დაიღუპა 34, დაშავდა 120-მდე ადამიანი. დაღუპულებს შორის არის ორი ბავშვი. სუმზე ისკანდერ-ემ-ის ტიპის ორი რაკეტით დარტყმის განხორციელებას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. უწყების მტკიცებით, იერიშის სამიზნე უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის სამეთაურო შემადგენლობის თათბირის ადგილი იყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics