|
2025-04-13 17:42:20, 1235 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი ორი კვირაა შიმშილობს
ქუთაისის მეორე ციხეში პატიმარი უკვე ორი კვირაა შიმშილობს. როგორც ოჯახის წევრები მედიასთან აცხადებენ, მსჯავრდებული მკაცრი რეჟიმის დაწესებულებიდან ღია ტიპის საპატიმროში გადაყვანას მოითხოვს, მაგრამ მათივე თქმით, ციხის ადმინისტრაცია უარზეა. ახლობლები განმარტავენ, რომ უარის მიზეზი აბსურდულია. კაცს, რომელიც საპატიმროს მარკეტში მუშაობს, ეუბნებიან, რომ მისი შემცვლელი არ ჰყავთ და ამიტომ ვერ გადაიყვანენ შედარებით უკეთეს პირობებში - გეგუთის ციხეში. ოჯახის წევრების მიმართვის ადრესატია ციხის ხელმძღვანელი გოჩა კანდელაკი, რომელსაც სთხოვენ, მიიღოს ზომები და პატიმრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
თუ ლევან ნოდიას პენიტენციური სამსახური მოთხოვნას არ დაუკმაყოფილებს, მისი ძმა გეგმავს, ორშაბათიდან ციხი ეზოში თავად მშრალი შიმშილობა გამოაცხადოს.
ლევან ნოდიას ცნობით, პატიმრის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია ომბუდსმენიც, თუმცა ის ამ დრომდე ლევან ნოდიას მოსანახულებალდ არ შესულა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)