|
2025-04-11 22:16:51, 3396 ნახვა
გებელსდუეტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე რომელშიც 84 მილიონს ვიხდით
საზიგადოებრივი მაუწყებელი არასოდეს ყოფილა სივრცე სადაც მედიის სტანდარტები მინუმალურად დაკმაყოფილდებოდა, თუმცა იყო გადაცემები რომლებიც ხალხის ნდობას იმსახურებდნენ. მეტიც , ამ გადაცემებს თვალყურს ადევნებდნენ. ასეთი გადაცემა იყო "რეალური სივრცე" ნინო ზაუტაშვილთან ერთად „40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ზუსტად ორი წუთის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხალოვმა და თამარ შუბლაძემ თავის ქნევით მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ უნდა გაგიშვათო. რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა სასამართლოში იმიტომ, რომ ყველაფერს აქვს სამართლებრივი მხარე. დისციპლინარული მოკვლევა ახსენეს, რის საფუძველზეც გამათავისუფლეს, ოღონდ დისციპლინარული მოკვლევის შედეგები ჩემთვის არავის არ გაუცნია. ისეთმა ადამიანებმა დატოვეს სამსახურები ბოლო პერიოდში, რომ არც მიკვირს, არც მწყინს“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა. რეჟიმის პროპაგანდაში მყოფ მაუწყებლის ხელმძღვანელებს არც "მოამბის" წამყვანი ჟურნალისტი ვასილ ივანოვ ჩიქოვანი დავიწყებიათ. პარტიისგან მიღებული დავალება მაღლაფერიძე-ბერძენიშვილის დუეტმა პირნათლად შეასრულა, ჟურნალისტი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უკანასკნელი სხდომის შემდეგ, რომელზეც მე და ნინო ზაუტაშვილი უკვე აღარ შეგვიშვეს, ვასილ მაღლაფერიძემ ყველაფერი გააკეთა, რომ მის ხუთსაათიან აბსურდზე ჩვენ პასუხი არ გაგვეცა. მე უკვე ველოდებოდი, რომ კონკრეტულად დღე- დღეზე ამ გადაწყვეტილების შესახებ მაცნობებდნენ. მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა, ეს გენერალურმა დირექტორმაც თავად მითხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემთვის, სავარაუდოდ, მოულოდნელი არ იქნებოდა. სამეურვეო საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ ამას, რასაკვირველია, ველოდი, თუმცა ვიცი, რომ ეს არ არის არც მენეჯმენტის გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ჩვენ შეიძლება რაღაც მართვის სისტემა გვქონდეს მაუწყებელში, მაინც მაუწყებელში ყველაფერს არაფორმალურად განაგებს ვასილ მაღლაფერიძე, რომელსაც მე კვლავინდებურად ვამხელ პოლიტიკური ინტერესების გატარებაში. ეს არის მისი გადაწყვეტილება, ეს არის იმის გამოძახილი, რომ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად ვერ ასახავს საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს და, სამწუხაროდ, 100 მილიონის დახარჯვის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის პრიორიტეტული ყოფილა კულინარიული შოუ, პრიორიტეტული ყოფილა გასართობი შოუ და არა ფართო საზოგადოებრივი დისკუსია საზოგადოებისთვის აქტუალურ პოლიტიკურ თუ სხვა სოციალურ საკითხებზე. თინათინ ბერძენიშვილს ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ მე და საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლებმა, ერთის მხრივ, ვამხილეთ ვასილ მაღლაფერიძე პოლიტიკური ინტერესების გატარებაში და მეორეს მხრივ, ხმამაღლა მოვითხოვეთ იმის გაკეთება, რაც კანონით ევალება საზოგადოებრივ მაუწყებელს და რასაც, სამწუხაროდ, გასული წლის ზაფხულის ბოლოდან იგი არ აკეთებს. პრაქტიკულად, სტერილური ეთერით გადავიარეთ წინასაარჩევნო და საარჩევნო ეთერი, ასევე სტერილური ეთერით გადავიარეთ ის მოვლენები, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსთაველის გამზირზე. აუცილებლად გავივლი იურისტებთან და, რასაკვირველია, სამართლებრივ გზებს მივმართავთ”, - განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "პირველი არხის" შენახვაში და იმაში, რომ მაღლაფერიძე-ბერძენიშვილის გებელსდუეტი ხელფასს ხალხისგან იღებს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2025 წლის მთლიანი ბიუჯეტი, მისი პროექტის მიხედვით, 123 368 234 ლარია, საიდანაც 82 727 885 ლარი სახელმწიფო ასიგნებაა.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)