|
2025-04-11 20:52:30, 1329 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში ჩინეთის რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში ჩინეთის რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ ზელენსკიმ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის კრივი-რიჰიდან ჩაერთო. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობა ომში ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს ომის გაგრძელებას, მათ შორის ჩინელების სიცოცხლის ხარჯზე. „ამჟამად არსებული ინფორმაციით, ჩინეთის სულ მცირე რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს ომის გაგრძელებას ჩინელების სიცოცხლის ხარჯზეც კი. პუტინისთვის არ იყო საკმარისი სამხედროები ჩრდილოეთ კორეიდან. ახლა ის დანაკარგების კომპენსირებას კიდევ ერთი ერის, ჩინელების ჩართვით ცდილობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, უკრაინამ და პარტნიორებმა ერთად იმუშაონ მოსკოვზე ზეწოლის განსახორციელებლად. ცნობისთვის, 8 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიის მხარეს იბრძოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)