08:01 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 19:47:26, 757 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - საგამოძიებო კომისიის მუშაობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა ხალხი მართავდა ქვეყანას 2003-2012 წლებში

საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესი ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, თუ რა ხალხი მართავდა ჩვენს ქვეყანას 2003 წლის ბოლოდან 2012 წლის ჩათვლით. ეს იყო უცხოური აგენტურა, ხშირ შემთხვევაში აქ იყვნენ წარმოდგენილები ჩვეულებრივი სადისტები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანტალიაში განუცხადა. 

მისივე თქმით, ესენი იყვნენ არა მხოლოდ უპრინციპო ადამიანები, არამედ სადისტურად ეპყრობოდნენ სხვებს და სწორედ ამ საერთო სულისკვეთებით გამოირჩეოდა მაშინდელი ხელისუფლება.

 „მინდა, შევახსენო საზოგადოებას, რომ ე.წ. „დიფ სთეითი" ევროპული ბიუროკრატიის ხელით, მანამდე ამერიკული ბიუროკრატიის ხელით ცდილობდა, მთელი ამ დროის განმავლობაში, საქართველოში ხელისუფლებაში დაებრუნებინა ეს ადამიანები, ადამიანები, რომლებიც გამოირჩეოდნენ სადიზმით, ადამიანების მკვლელობით, წამებით, რომლებმაც ჩააბარეს ქვეყნის ტერიტორიების 20 % და ა.შ. ასეთი ადამიანების ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს „დიფ სთეითი", მანამდე ცდილობდა ამერიკული სტრუქტურების ხელით. საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან და რაც მთავარია, უნდა დადგეს შედეგი. ეს შედეგი უნდა იყოს იმ ძალების ჩამოშორება ქართული პოლიტიკიდან, რომლებმაც არა მხოლოდ წარსულში ჩაიდინეს დანაშაულები, არამედ მომავლისთვისაც უქადდნენ ასეთი დანაშაულების ჩადენას ჩვენს ქვეყანას. იმისათვის, რომ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა, არ შეიძლება, რომ ასეთი პოლიტიკური ძალები დარჩეს პოლიტიკურ სპექტრში,"- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics