04:38 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 19:02:37, 589 ნახვა

პოლიტიკა
ახალი რეგლამენტით, პარლამენტის წევრს პოლიტიკური ბოიკოტის მოტივით სრული პლენარული სხდომის გაცდენა არასაპატიო გაცდენად ჩაეთვლება

პარლამენტის წევრს პოლიტიკური ბოიკოტის მოტივით სრული პლენარული სხდომის გაცდენა არასაპატიო გაცდენად ჩაეთვლება - ახალი რეგლამენტით განისაზღვრება, რომ ბოიკოტი შეიძლება გამოცხადდეს არა ზოგადად პლენარული სხდომის, არამედ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის მიმართ.

პარლამენტში ინიცირებული რეგლამენტის პროექტის მიხედვით, დეპუტატს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო არ მონაწილეობს პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული კონკრეტული საკითხის განხილვასა და გადაწყვეტაში. პარლამენტის წევრმა ბოიკოტის განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით უნდა მიმართოს ან ზეპირად განაცხადოს სხდომის მსვლელობისას. ბოიკოტის განცხადებაში კი უნდა მიეთითოს დღის წესრიგის საკითხი, რომლის განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზეც ცხადდება ბოიკოტი.

„საპარლამენტო პრაქტიკამ აჩვენა, რომ საპარლამენტო სუბიექტები ბოიკოტის მექანიზმს ხშირად არაკეთილსინდისიერად, პლენარული სხდომის გაცდენის არასაპატიოდ ჩათვლის თავიდან ასაცილებლად იყენებდნენ. მიუხედავად მოქმედი რეგლამენტის ნორმისა, რომ ბოიკოტი განსახილველ საკითხს ეხება, საპარლამენტო სუბიექტები აცხადებდნენ ზოგად ბოიკოტს პლენარული სხდომების კვირის, ზოგჯერ კი − მთლიანად სასესიო პერიოდის მიმართ. შესაბამისად, საჭიროა აღნიშნული მექანიზმის კიდევ უფრო დაზუსტება“, - ნათქვამია რეგლამენტის პროექტის განმარტებით ბარათში.

ახალი რეგლამენტის ამოქმედება 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.

ახალი რეგლამენტის ამოქმედებისთანავე მოქმედი - 2018 წელს მიღებული რეგლამენტი ძალადაკარგულად გამოცხადდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics