|
2025-04-11 14:56:38, 793 ნახვა
ეკონომიკა
სართველოს ბანკის საგანმანათლებლო შეთავაზებები PLUS ბარათის მომხმარებლებს
საქართველოს ბანკი განაგრძობს მომხმარებლებისთვის საგანმანათლებლო მიმართულებით დამატებითი შესაძლებლობების გაზიარებას. ამჯერად, PLUS ბარათის მომხმარებლებისთვის, ბანკმა წიგნის მაღაზიებთან, სასწავლო დაწესებულებებთან და საკანცელარიო ობიექტებთან ერთად სპეციალური შეთავაზებები შექმნა. 5-ჯერ მეტი PLUS ქულა ლიბრაში 5 მაისის ჩათვლით, მომხმარებლები ლიბრას ფიზიკურ ობიექტებში PLUS ბარათით გადახდისას 5-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. ლიბრა მომხმარებელს სთავაზობს სასკოლო, სამხატვრო და უცხოურ ლიტერატურას, ასევე საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანს. ლიბრას ფილიალების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ შეთავაზების ბმულს. 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Books From Past-ში წლის ბოლომდე Books From Past-ში PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ. Books From Past წიგნების მაღაზიაა თბილისის ისტორიულ უბანში, გიორგი ახვლედიანის 10 ნომერში. აქ მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს იშვიათი წიგნები და ჟურნალები. 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Colligen-ში Colligen სასწავლო პლატფორმაა, სადაც შესაძლებელია სხვადასხვა კურსის გავლა. PLUS ბარათის მფლობელებისთვის ივნისის ბოლომდე მოქმედებს სპეციალური შეთავაზება — 10-ჯერ მეტი PLUS ქულა. 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Linton Academy-ში Linton Academy არის განათლების საერთაშორისო ცენტრი მოკლევადიანი და გრძელვადიანი სასწავლო პროგრამებისთვის. აკადემია სასწავლო პროგრამებს სთავაზობს პროფესიული ცოდნისა და უნარების გაღრმავებით დაინტერესებულ პირებს. აკადემიაში ივნისის ბოლომდე PLUS ბარათით გადახდისას 10-ჯერ მეტ PLUS ქულას მიიღებთ. 10-ჯერ მეტი PLUS ქულა Orgservice-ში 31 აგვისტოს ჩათვლით Orgservice-ის ნებისმიერ ფილიალში PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები მიიღებენ 10-ჯერ მეტ PLUS ქულას. Orgservice მომხმარებელს სთავაზობს საკანცელარიო ნივთების ფართო ასორტიმენტს, როგორც სასკოლო, ისე სამხატვრო ხაზით. ინფორმაციისთვის, დაგროვებული PLUS ქულების გამოყენება შესაძლებელია იმავე ობიექტებში, სასურველი პროდუქციის შესაძენად ან მომსახურების მისაღებად. აღნიშნული შეთავაზებები საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამის ნაწილია. ფინანსური ინსტიტუტი უკვე მრავალი წელია, მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის შეთავაზებით ცხოვრების სტილის უკეთ გამოხატვაში ეხმარება. PLUS, AmEX, sCool და სტუდენტური ბარათების მეშვეობით, ბანკი ყველა ასაკის მომხმარებელს საკუთარ ინტერესებზე მორგებულ შეთავაზებებს უმზადებს. აღმოაჩინეთ მრავალფეროვანი შეთავაზებები, სპეციალური პირობები თუ ქეშბექები Offers.bog.ge-ზე.
მაღალი აქტივობა: სომხეთში ამომრჩეველთა აქტივობამ საღამოს 5:00 საათის მონაცემებით თითქმის 49% შეადგინა
ტრამპმა კაპიტოლიუმის შენობაში შტურმის შედეგად დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გაცემის შესაძლებლობა წამოჭრა
ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ავტოინდუსტრიები ელექტრომობილების წარმოშობის წესების შემსუბუქებას ითხოვენ ახალი ტარიფების რისკის გამო
სოფელ დიდგორთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)