|
2025-04-11 13:10:37, 690 ნახვა
პოლიტიკა
თეონა აქუბარდია - 20 ივნისის საქმის გამოძიება პროპაგანდისტული მიზნით ხდება, ფულისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად
ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე მისვლა თუ არ მისვლა თითოეული პირის ინდივიდუალური პასუხისმგებლობაა, ამ კომისიასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთებული გვაქვს და გიორგი გახარია მიიღებს გადაწყვეტილებას მაშინ, როდესაც ამის დრო მოვა, – ამის შე შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა. მისი თქმით, 20 ივნისის საქმის გამოძიება პროპაგანდისტული მიზნით ხდება ფულისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად. „არალეგიტიმურ პარლამენტში ქალბატონი წულუკიანის ე.წ. კომისია იმის სრული ილუსტრაციაა, რამდენად უსამართლოა ივანიშვილის რეჟიმი, რადგან ყველა ის საქმე, რომელიც განიხილეს, თუ განიხილავენ 13 წლის თავზე, აჩვენებს, რომ ამ გახმაურებული საქმეების მოსამართლეები, თუ პროკურორები ივანიშვილის რეჟიმმა დააწინაურა და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა რეჟიმის მსახურებისთვის ამ ვითარებაში. კომისიაზე მისვლა/არმისვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გიორგი გახარია მიიღებს. სტრასბურგის სასამართლოს დავალება იყო ქვეყნის მიმართ, მომხდარიყო 20 ივნისის საქმის გამოძიება, რაც არ გააკეთა ივანიშვილის რეჟიმმა, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარია აღარ გახლდათ გუნდში და მათთვის პოლიტიკურად უფრო მომგებიანიც უნდა ყოფილიყო. ჩვენ როდესაც ვხედავთ, რომ პროპაგანდისტული მიზნით ხდება ამის გამოყენება ფულისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ მძიმე რეალობას, რომელსაც ივანიშვილი ქმნის საკუთარი ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)