23:47 - 22 Jul, 2026
|
2025-04-11 12:21:12, 1214 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთმა დნეპრზე და ჟიტომირზე იერიში მიიტანა - არიან დაღუპულები
რუსეთმა ქალაქ დნეპრზე რაკეტით, ხოლო ჟიტომირის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა. დნეპრის დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 42 წლის კაცი. გარდა ამისა, ბოლო მონაცემებით დაშავდა 8 ადამიანი. "მტერმა ქალაქზე რაკეტით იერიში მიიტანა. დარტყმის ადგილას გაჩნდა მასიური ხანძარი". – თქვა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურმა, სერგეი ლისაკმა. ჟიტომირის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი. გარდა ამისა, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 2011 წელს დაბადებული ბავშვი. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ვიტალი ბუნეჩკოს ინფორმაციით, იერიშის შედეგად დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელ სახლი, ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)