09:18 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-11 11:42:41, 595 ნახვა

პოლიტიკა
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გიორგი ვაშაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება

საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა დააყენა.

„გიორგი ვაშაძე კომისიის სხდომაზე 10:00 საათზე იყო მოწვეული. მისთვის პროცედურულად ცალსახად იყო ცნობილი, რომ გამოცხადებული იყო 10:00 საათზე. აბსოლუტურად ყველა პარამეტრით გონივრული დროა გასული მას შემდეგ, რაც უნდა გამოცხადებულიყო სხდომაზე და არ გამოცხადდა. დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მან იცოდა, რომ დაბარებული იყო კონკრეტულ დღეს კონკრეტულ საათზე, მაგრამ, როგორც ვხედავთ, არ მობრძანებულა. შესაბამისად, ვაყენებ კენჭისყრაზე საკითხს, რომ გიორგი ვაშაძის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას“, – განაცხადა წულუკიანმა საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics