17:07 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 20:14:15, 641 ნახვა

მსოფლიო
ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ბლოკმა „სოციალ-დემოკრატებთან“ კოალიციის შექმნა გამოაცხადა

გერმანიის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ კონსერვატიული ბლოკი და „სოციალ-დეომკრატიული პარტია“ მმართველი კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. პარტიებმა ბუნდესტაგში გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიციური შეთანხმება წარადგინეს.

„ჩვენ გვაქვს ძლიერი გეგმა, რომლითაც ერთობლივად წავიყვანთ ჩვენს ქვეყანას წინ“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა, რომელსაც, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში კანცლერად დაამტკიცებენ.

მერცის თქმით, კოალიციური შეთანხმება არის ძლიერი გზავნილი მოქალაქეებისა და ევროპელი მოქალაქეებისთვის, რომ გერმანიას ეყოლება მთავრობა, რომელსაც შეუძლია მოქმედებები.

144-გვერდიანი კოალიციური შეთანხმების მიხედვით, პარტიები შეთანხმდნენ საშუალო და მცირე შემოსავლის მქონე პირებისთვის გადასახადების შემცირებასა და თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე. დოკუმენტში კოალიციური პარტნიორები დიდ ყურადღებას უთმობენ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლას. ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ კოალიციური მთავრობა დიდწილად დაასრულებს არალეგალურ მიგრაციას. ახალი კოალიცია სასაზღვრო კონტროლის და რეპატრიაციის წესების გამკაცრებას გეგმავს. გაფართოვდება გერმანიის მიერ დეპორტაციისთვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებული სახელმწიფოების სია.

ამასთან, ფრიდრიხ მერცმა უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობა დადო, პარტიების კოალიციურ შეთანხმებაში შესულია კიევის ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის მხარდაჭერის პუნქტი.

პარტიები ასევე შეთანხმდნენ სამინისტროების განაწილებაზე. „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ შვიდ სამინისტროს ჩაიბარებს, მათ შორის ფინანსთა და თავდაცვის უწყებებს. ექვს სამინისტროს უხელმძღვანელებს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“.

პირველად 60 წლის განმავლობაში გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ საგარეო საქმეთა სამინისტროს მართვას ჩაიბარებს. მისი პარტნიორი „ქრისტიან-სოციალური კავშირი“ სამ პორტფელს მიიღებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics