11:26 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-09 18:27:02, 429 ნახვა

პოლიტიკა
ტობიას კრემერი - ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით

მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ მომენტში ევროკავშირის გზაზე არ დგას და ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა (გერმანია) ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხებში მუდმივი მომხსენებლის, რასა იუკნევიჩიენეს მიერ საქართველოს შესახებ 2024 წლის ანგარიშის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, „ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით“.

„ჩვენ გარდამტეხ მომენტში ვართ, არა მხოლოდ ევროპულ პოლიტიკაში, არამედ ქართულ პოლიტიკაშიც, გასული წლის გაყალბებულ არჩევნებსა და წელს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებს შორის. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვნახეთ, თუ როგორ ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობა რუსული სამოქმედო გეგმით. ჩვენ ვხედავთ დაშინებას, დეზინფორმაციას, პოლიტპატიმრების დაკავებას, ამჟამად 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფება პატიმრობაში. გუშინ, ჩვენ შევხვდით ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას, რომელსაც ხელისუფლება თავს დაესხა, სასტიკად გაუსწორდა და სცემეს“, - განაცხადა კრემერმა.

მისი თქმით, ანგარიში მნიშვნელოვანია, რადგან რეალობას ასახავს.

„ასევე, იმედს ასახავს, რომელსაც ქართველები 130-ზე მეტი დღეა აჩვენებენ, როდესაც ქუჩებში ევროკავშირის დროშებით გამოდიან. ისინი იმსახურებენ იმას, რომ ჩვენ ეს ანგარიში გავაკეთოთ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ „ქართული ოცნება“ ამ მომენტში ევროკავშირის გზაზე არ დგას და ქართველი ხალხის სახელით არ საუბრობს“, - აღნიშნა კრემერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალბი კორძაიას პოსტის საფუძველზე შსს-მ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო
ზუგდიდში ჯიჭონაიების შვიდ სულიან ოჯახს ასახლებენ, ადგილზე ხმაურია - ვიდეო
„გააცოცხლე“ - თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“ 20 000 რეისი გააუქმა ავიასაწვავის ფასების ზრდის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics