|
2025-04-09 10:33:09, 573 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - მემორიალთან საჯარო მოხელეები მოიყვანეს იმისთვის, რომ ადამიანებს ხელოვნურად დაუპირისპირდნენ
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, 9 აპრილის მემორიალთან „ქართულმა ოცნებამ“ საჯარო მოხელეები იმისთვის მიიყვანა, რომ „პატიმრების დედებსა და ოჯახის წევრებს, ადამიანებს ხელოვნურად დაუპირისპირდნენ“. „ივანიშვილს სურს საქართველო საბოლოოდ ჩააბაროს რუსეთს და ქვეყანა იყოს მისი სამფლობელო რუსეთის გავლენების ქვეშ. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნიდან ხალხი გააძევოს, დაიჭიროს და გააქციოს ახალგაზრდები, გაჭირვებაში ჩატოვოს და უმძიმეს მდგომარეობაში ჩაყაროს ხალხი და მხოლოდ თვითონ იყოს კარგად და მისი კლეპტოკრატიული ოლიგარქიული რეჟიმი. ესენი არიან პატიმრების ოჯახის წევრები და აქ, რა მოხდა - „ქართული ოცნების“ წევრები და საჯარო მოხელეების მოიყვანეს იმისთვის, რომ ადამიანებს, პატიმრების დედებსა ოჯახის წევრებს ხელოვნურად დაუპირისპირდნენ. წარმოუდგენელია, თუ რას კადრულობს რეჟიმი. ამიტომ ჩვენთვის ეს ბრძოლა კვლავ გრძელდება. რა თქმა უნდა, 9 აპრილი ტრაგედიის გარდა არის ჩვენი დამოუკიდებლობის დიდი ზეიმი, კვლავ ვიბრძვით დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. საქართველოს პარლამენტთან, სადაც 9 დაღუპულთან მემორიალთან მოქალაქეები იკრიბებიან, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. მოქალაქეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათი განცხადებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებს ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)