|
2016-03-14 16:54:41, 695 ნახვა
სამართალი
ელისაშვილი პროკურატურაზე: ასეთი რაღაცები მოატყუონ ბებიებს
"პროკურატურის ნაცვლად, პირადად მივმართავ საერთაშორისო ექსპერტიზას და დავადასტურებინებ, რომ ეს ჩემი ბედკრული ტელეფონი არის ნატანჯი და აქედან, აღდგენის ნაცვლად, ინფორმაციას შლიდნენ",-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მთავარ პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ელისაშვილი პროკურატურას უუნაროს უწოდებს. „პროკურატურამ რას უნდა მიმართოს, უნდა გენახათ უცხოელებზე მიწერილი, თუ რა წერია, „hello I’m Giorgi sharabidze” წერს ვიღაც და ეუბნება იქნებ დაგვეხმაროთ. ერთი წინადადება აქვთ მიწერილი. “hello we cant”. ასეთი რაღაცები მოატყუონ ბებიებს, ვინც ინგლისური არ იცის. სამარცხვინო მიწერ-მოწერა ჰქონდათ. პროკურატურა სამარცხვინო დუქანია. მართლა დუქნის სუნია რომ შეხვალ, რაღაც მოხარშული ხორცის სუნი დგას, რითაც არიან დაკავებულები, ის სუნი ადის, აქოთებულია იქაურობა“, - განაცხადა ელისაშვილმა. შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნების თანახმად, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონიდან ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მიერ გაგზავნილი მესიჯები და სხვა კომუნიკაციების აღდგენა ვერ მოხერხდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)