|
2025-04-08 20:08:02, 1244 ნახვა
ომი უკრაინაში
ანდრეი სიბიგა - აშშ-თან შეთანხმება ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის კურსს არ ეწინააღმდეგებოდეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ უკვე ჩამოაყალიბა აშშ-სთან მინერალების მომავალი შეთანხმების ტექსტის საკუთარი ხედვა. ამის შესახებ ანდრეი სიბიგამ „უკრინფორმს“ განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კიევის პრინციპული პოზიციაა, შეთანხმება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს არ ეწინააღმდეგებოდეს. მინისტრის თქმით, კიევი ჯერ აყალიბებს მომლაპარაკებელი ჯგუფის შემადგენლობას, რომელიც გაემგზავრება აშშ-ში შეთანხმების ტექსტის საგნობრივი განხილვისთვის. „ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ჩვენი პოზიცია, ასევე ჩვენი ხედვა მომავალი შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ. მისი განცხადებით, მომავალი შეთანხმება უნდა იყოს ურთიერთმომგებიანი, უნდა პასუხობდეს ორივე მხარის ინტერესებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების კურსს. „ეს უკრაინული მხარის ერთ-ერთი პრინციპული პოზიციაა“, – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)