2016-03-14 16:41:49, 513 ნახვა
საზოგადოება
სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას პროგნოზირებენ
სინოპტიკოსები ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 - 17 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში კი, თოვლი.
„15 - 17 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი.
15 მარტს ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3 – 5 ბალიანი შტორმი. მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა“, - ნათქვამი გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან