|
2025-04-08 14:53:35, 1028 ნახვა
სამართალი
თელავში, ორი ადამიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, 2024 წლის 24 ივლის თელავის სოფელ ლალისყურში მომხდარი ორი პირის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული, თელავის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 19 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. "სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 24 ივლისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული გარდაიცვალა". - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. საქმეზე დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის ლ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში - ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) ჰქონდა წადგენილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)