17:06 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-08 14:30:03, 529 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა - ირანის ირგვლივ ვითარება დასავლეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო უარესდება

ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში ვითარება დასავლეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო უარესდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული ვითარება მრავალი წელია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სამწუხაროდ, ვითარება არ სტაბილიზდება, ის უარესდება დასავლეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო“, - განუცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ გამოთქვა შეშფოთება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თეირანი ახლოს არის ბირთვული იარაღის შექმნასთან და აშშ ამას არ დაუშვებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
2025 წლის მხოლოდ 11 თვის მონაცემით, 436 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა - ომბუდსმენი
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics