|
2025-04-08 01:27:34, 1161 ნახვა
სამართალი
შსს- აქციის მონაწილეს ძაღლმა უკბინა
შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, სადაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის კვალია აღბეჭდილი, განცხადებით გამოეხმაურა. როგორც შსს განცხადებაში აღნიშნავს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ "დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ დაზიანება მიიღო სიცრუეა და არ შეესაბამება სიმართლეს". შსს-ს თქმით, სისხლის კვალი ერთ-ერთ მამაკაცს ეკუთვნის, რომელსაც ფეხის არეში მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა უკბინა. "გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს. რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა. აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია". - წერია განცხადებაში. აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ სისხლის კვალი ერთ-ერთ დაკავებულს, თაზო კვესელავას ეკუთვნოდა. თაზო კვესელავა დააკავესსისხლის კვალი პარლამენტიდან პოლიციის მანქანამდეა თაზო საავადმყოფოშია გადაყვანილი ძალიან მაგარი ბიჭია და აუცილებლად მაგრად იქნება - წერს აქტივისტი ქეთი ხომერიკი. "ექსპრესნიუსის" ინფორმაციით, სამედიცინო დახმარებუს შემდეგ თაზო კვესელავა ზაჰესის იზოლაყორში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)