00:27 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 15:07:22, 392 ნახვა

პოლიტიკა
შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე სხდომა 25 მარტს გაგრძელდება

შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო  მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 25 მარტს გაგრძელდება, - ამის შესახებ ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.

კომისიის ცნობით, დღეს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელიც 25 მარტს გაგრძელდება. საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას კომისია 10 აპრილს დაასრულებს.

შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო  მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 25 მარტს გაგრძელდება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე შპს „მობიტელისთვის“ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის თაობაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართა.

კომისიამ საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით შპს „მობიტელს“ (ბილაინი) შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენის სქემის  დაკონკრეტების მიზნით დამატებითი ინფორმაციის და შესაბამისი დოკუმეტაციის წარმოდგენა მოსთხოვა. განმეორებით  შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ზეპირი მოსმენის სხდომა 2016 წლის 25 მარტს გაიმართება.

კომისიამ შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების სეგმენტის შეძენაზე ერთობლივი განცხადების განხილვის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 2016 წლის 5 აპრილს უნდა დაასრულოს, როდესაც საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ შესაბამისად, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მაქსიმალური, სამთვიანი ვადა იწურება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics