18:41 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 16:46:57, 848 ნახვა

მსოფლიო
ირანი აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე ირიბ მოლაპარაკებებს მოითხოვს

Reuters-ის ცნობით, რომელიც ირანის მაღალი თანამდებობის პირს ეყრდნობა, ირანი აშშ-ს მოთხოვნას ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ უარყოფს. წყაროს ინფორმაციით, თეირანი იმ მეზობელ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც აშშ-ს სამხედრო ბაზებია განთავსებული, ჩართულობის შემთხვევაში სამხედრო დარტყმით ემუქრება.

Reuters-ის ანონიმური წყაროს ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ირანი ტრამპის პირდაპირი მოლაპარაკებების მოთხოვნას არ თანხმდება, მას კვლავ სურს ირიბი დიალოგის გაგრძელება ომანის შუამავლობით. ომანი წლებია ორ ქვეყანას შორის შუამავლის როლს ირგებს.

წყაროს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა "დაბრკოლებებით სავსე გზა იყოს, თუკი აშშ ამას მხარს დაუჭერს, ირიბი დიალოგი შეიძლება მალე დაიწყოს.

წყაროს თქმით, ირანმა ოფიციალურად ერაყს, თურქეთს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარსა და ბაჰრეინს აცნობა, რომ აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერა, მათ შორის, აშშ-ს მხრიდან მათი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება ავტომატურად მტრულ ქმედებად აღიქმება.

"ამგვარ ქმედებას მათთვის სერიოზული შედეგები მოჰყვება," - თქვა ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა და დაამატა, რომ ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics