18:42 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-06 12:08:39, 815 ნახვა

მსოფლიო
უკრაინაზე მასიური თავდასხმის გამო, პოლონეთმა საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაში მოიყვანა

რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმის გამო, პოლონეთმა ავიაცია გაააქტიურა და საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ავიაციის აქტიურ მოქმედებებთან დაკავშირებით, დაიწყო პოლონეთის და მოკავშირეთა ავიაციის ოპერაცია ჩვენს საჰაერო სივრცეში. არსებული პროცედურების შესაბამისად, მოიერიშეების მორიგი წყვილი ჰაერში განთავსდა, ხოლო სახმელეთო ბაზირების საჰაერო თავდაცვისა და სარადარო დაზვერვის სისტემები მაღალი დონის მზადყოფნაშია“, - აცხადებენ სარდლობაში.

მათივე ინფორმაციით, აკვირდებიან არსებულ ვითარებას და მათ დაქვემდებარებაში მყოფი ძალები და აქტივები სრულ მზადყოფნაში არიან დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის.

ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა დღეს დილით კიევზე ბალისტიკური სარაკეტო დარტყმა განახორციელა, რასაც ხანძარი მოჰყვა და სამი ადამიანი დაშავდა. რუსეთის სტრატეგიული ავიაციის აქტიურობის გამო, დღეს დილით უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics