|
2025-04-05 17:41:51, 928 ნახვა
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - ოპოზიციური პარტიებიდან ბევრი უკმაყოფილო წევრი მოდის
ოპოზიციაში სახლობანას თამაშის გაგრძელებაა, ზურაბიშვილი რაც მალე დაუბრუნდება რეალობის დღის წესრიგს, მით უკეთესი იქნება მისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს რაღაც რეიტინგი რომ ჰქონდა, დღეს, სავარაუდოდ, ნულს უტოლდება. „პრეზიდენტის ტრიბუნით მოგვევლინა, თუ არ ვცდები ბოლო აქციაზე. უკან გამოკრული იყო მიხეილ სააკაშვილის ბანერები და დაიმსახურა ძალიან დიდი უკმაყოფილება იმ მხარდამჭერების მხრიდან, ვისაც, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოსწონთ. თვითონ ზურაბიშვილის რაღაც რეიტინგი რომ ჰქონდა დაგროვილი, დღეს, სავარაუდოდ, ნულს უტოლდება. აბსოლუტური ქაოსია – ხან ალტერნატიული პარლამენტი უნდა შეექმნა, ხან რაღაც ქარტია მოიგონა, ხან დამატებით კალენდარს შემოგვთავაზებენ. ეს არის აბსურდი, სისულელეა“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, ოპოზიციას არაფერი აქვს სალაპარაკო, არ აქვს არანაირი სამოქმედო გეგმა. „ჩაუვარდათ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მეოთხე მცდელობა, ახლა ელოდებიან ინსტრუქციას. ინსტრუქციების მიხედვით, შეიძლება სალომე ზურაბიშვილი საერთოდ ჩამოაშორონ პოლიტიკურ ველს, რადგან ყველამ აღიქვა, რომ არ არის საქართველოს პრეზიდენტი. ალბათ მასაც ეტყვიან, თქვენ აღარ ბრძანდებით საქართველოს პრეზიდენტიო, და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ვინაიდან მათზე დამოკიდებული არ არის. სერიოზული დაპირისპირება აქვთ, რაღაც ნაწილში სპექტაკლსაც თამაშობენ, რაღაც ნაწილში სერიოზული დაპირისპირებებია უშუალოდ თვითონ ამ რადიკალურ პარტიებში და არამხოლოდ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“. ქუჩაში დარჩა გამსვლელი სიიდან ის ხალხი, ვისაც ფული ჰქონდა დადებული, ვიღაცამ ბევრი იმუშავა, რომ ხმები მოეზიდა. ვიღაცები ბავშვობიდან ოცნებობდნენ პოლიტიკოსობაზე და დაპირისპირება აქვთ თავიანთ ლიდერშიფთან. ძალიან ბევრი ინფორმაცია მოგვდის, რადიკალური ოპოზიციური პარტიის ბევრი უკმაყოფილო წევრი მოდის ჩვენთან, გვიყვებიან თუ რა ხდება, რა საშინელი სიტუაციაა, როგორი აუტანელი სიტუაციაა იქ, ჩვენთან უნდათ შემოერთება, სრული ფიასკოა. დაველოდოთ, რა ინსტრუქციებს მიიღებენ და ამის მიხედვით იმოქმედებენ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)