01:05 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 15:29:39, 731 ნახვა

პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი ბადრი ჯაფარიძისთვის გირაოს შეფარდებაზე - ეს პროცესიც პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა

ეს პროცესიც პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა, როგორც უშუალოდ, „ლელოს“ ლიდერების და პარტიის წინააღმდეგ, ასევე, ქვეყანაში ყველა თავისუფალი ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც არ არის თანახმა იმაზე, რომ ხელი მოვაწეროთ საქართველოს გარუსების გეგმას, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიჰყვება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო ბადრი ჯაფარიძეს 50 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა.

ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორებისთვის არის გამოყენებული,

„სამწუხაროდ, სავალალოდ, კანონიერებასთან, სამართალთან და სამართლის უზენაესობასთან ამ პროცესს საერთო არაფერი აქვს,ისევე, როგორც იმ ათობით ადამიანის პროცესებს, რომლებიც რეჟიმს ტყვედ ჰყავს. ეს არის ივანიშვილის 13- წლიანი მმართველობის შედეგი, იმ ადამიანის, რომლის მთავარი დაპირება 2011-2012 წლებში იყო ის, რომ ამ დაწესებულებაში სამართლიანი სასამართლო დაიდებდა ბინას. ჩვენ ვხედავთ, რომ არათუ სამართლიანი არ გახადა მან სასამართლო სისტემა, არამედ ყველა მანკიერება და უკანონობა, რომლის აღმოფხვრის დაპირებითაც ის ძალაუფლებაში მოვიდა, ძალაში დატოვა და კიდევ უფრო გააძლიერა.

„ლელოს“, „ძლიერი საქართველოს“ და თითოეული ჩვენგანის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ის, რომ მივაღწიოთ არა მხოლოდ ხელისუფლების ცვლილებას, არამედ სისტემის ცვლილებას, რომლის საფუძველშივე იქნება სამართლიანი სასამართლო. პროცესები, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და როგორ იყენებენ პროკურატურას და სასამართლოს პოლიტიკური დევნისა და ანგარიშსწორებისთვის, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ მიზნები, რისთვისაც ჩვენ პოლიტიკაში შემოვედით, სწორი და საჭიროა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ჯაფარიძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა. გამოკითხვის შემდეგ ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics