20:22 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 13:35:00, 924 ნახვა

მსოფლიო
კაია კალასი - რუსეთი უკრაინის განადგურებას აგრძელებს და მშვიდობით არ არის დაინტერესებული

რუსეთი მშვიდობით არ არის დაინტერესებული, - ასე გამოეხმაურა უკრაინის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო იერიშს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი.

„რუსეთის მორიგი დაუდევარი თავდასხმა, რომელიც საცხოვრებელ ზონაში განხორციელდა. რუსეთი უკრაინის განადგურებას აგრძელებს და მშვიდობით არ არის დაინტერესებული“, - წერს კაია კალასი X-ზე.

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„მორიგი რუსული თავდასხმა, მაგრამ ამას არასდროს შევეგუებით. ჩვენ უკრაინის მხარდაჭერა უნდა დავაჩქაროთ“, - განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

რუსული ძალების სარაკეტო იერიშს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „რუსეთს ომი სურს და არა მშვიდობა. მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის ბავშვებზე თავდასხმები ამის დასტურია“.

შეგახსენებთ, პარასკევს საღამოს რუსულმა ძალებმა ქალაქ კრივი-რიჰზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს. თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი და 61 დაშავდა. ქალაქში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics