20:20 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-05 10:27:54, 993 ნახვა

მსოფლიო
მარკო რუბიო - რუსებმა იციან ჩვენი პოზიცია ომის დასრულებაზე

არაფერი გამიგია რუსეთსა და აშშ-ის შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ნატო-ს შტაბ-ბინაში მედიასთან საუბარში განაცხადა.

კერძოდ, რუბიოს რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის განცხადებაზე ჰკითხეს, რომელმაც აშშ-ის ახლო აღმოსავლეთში წარმომადგენელ, სტივ უიტკოფთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლოა, პირდაპირი ფრენები აღდგეს, როგორც ნდობის აღდგენის ზომა.

„არაფერი გამიგია პირდაპირ ფრენებზე…

არ ვიცი ვინ იფრენს, ვინაიდან ეს ყველა ადამიანი დასანქცირებულია“, - განაცხადა რუბიომ.

ამასთან, მისი თქმით, „რუსებმა იციან ჩვენი პოზიცია ომის დასრულებაზე, და მათი პასუხები ძალიან მალე გვეცოდინება, სერიოზულები არიან რეალური მშვიდობის მიღწევაზე თუ ეს უბრალოდ დაყოვნების ტაქტიკაა“.

„თუ ეს დაყოვნების ტაქტიკაა, პრეზიდენტი [ტრამპი] ამაში დაინტერესებული არ არის. თუ ეს ყველაფრის გაჭიანურებაა, პრეზიდენტი ტრამპი არ მოხვდება უსასრულო მოლაპარაკებების ხაფანგში…

ვამოწმებთ რუსები დაინტერესებული არიან თუ არა მშვიდობაში. მათი ქმედებები - არა მათი სიტყვები, არამედ მათი ქმედებები - განსაზღვრავენ ისინი სერიოზულები არიან თუ არა, და ვაპირებთ ეს უფრო მალე ვნახოთ, ვიდრე გვიან“, - განაცხადა რუბიომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კოსი: საქართველოში ბოლო დროს შემუშავებული კანონმდებლობები შეშფოთებას იწვევს
საპატრიარქომ ბერ ნიკოლოზის მრევლს მცხეთაში დაკრძალვაზე უარი უთხრა
Tegeta Comfort - დაზოგე დრო და შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics