|
2025-04-03 14:27:29, 609 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი - ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება, აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის ჩამოშლას
ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება - გუშინ, როდესაც პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ, პარალელურად საბანკო ბარათები გაეთიშათ რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის ბოროტ თოჯინებს, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს - მურუსიძეს და ჩინჩალაძეს, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია ძალაუფლების გადაბარებას თავისუფალი არჩევნების გზით მიაღწევს. „დღეს, ძალიან კარგი დღე გვქონდა. ჩვენ ყველანი ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ყელზე ყულფი ვიწროვდება. სიმბოლურია, რომ გუშინ, როდესაც პოლიტპატიმრების მშობლები აქციას მართავდნენ, პარალელურად საბანკო ბარათები გაეთიშათ რეჟიმის, ბიძინა ივანიშვილის ბოროტ თოჯინებს, პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტებს - მურუსიძეს და ჩინჩალაძეს. ეს კარგი იყო. ასევე, ძალიან საინტერესო იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჯეი დი ვენსს ხშირად იყენებს ხოლმე „ქართული ოცნება", როგორც ამერიკასთან დალაგების ინსტრუმენტს და ძალიან სიმბოლური იყო ისიც, რომ ჯეი დი ვენსის სიტყვებით უპასუხა სახელმწიფო დეპარტამენტმა. დღეს კიდეც შათირიშვილი გამოაგორეს, რომელიც ისევ „დიფ სთეითზე“ რაღაცებს როშავდა, "ქართული ოცნების" ლოიალისტების დასამშვიდებლად, რომლებიც ძალიან ნერვიულობენ. ძალიან კარგად ვხედავთ და კვლევებიც ამას ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ლოიალისტები არიან ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ისინი ბიძინა ივანიშვილისგან კრიზისის გადაწყვეტას ელოდებიან. პირველ რიგში, ადგილობრივი პროტესტით და შემდეგ დასავლეთის წნეხით, ჩვენ კრიზისი გავაგრძელეთ და ბიძინა ივანიშვილმა ეს კრიზისი ვერ მოაგვარა. აუცილებლად მივაღწევთ რეჟიმის ჩამოშლას და ძალაუფლების გადაბარებას თავისუფალი არჩევნების გზით. ეს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას დაასრულებს”, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)