|
2025-04-03 13:55:43, 887 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახორციელებდნენ. რამდენიმე ეტაპად განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად, ამოღებულია უკანონოდ შენახული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალება „მდმ", „ექსტაზი" და „მარიხუანა". დაკავებულებს ბრალდება 260-ე მუხლის პირველი, მეოთხე, მეექვსე და მეშვიდე ნაწილებით, 273-ე პრიმა მუხლის მეორე, მესამე, მერვე და მეცხრე ნაწილებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება. საქართველოს პროკურატურა ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)