04:13 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 17:25:32, 646 ნახვა

ემანუელ მაკრონი მარინ ლე პენის საქმეზე - კანონი ყველასთვის ერთია

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყნის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ კანონი ყველასთვის ერთია.

ფრანგული მედიის ცნობით, ემანუელ მაკრონის კომენტარი მედიას საფრანგეთის მთავრობის პრესსპიკერმა, სოფი პრიმარსმა გააცნო.

საფრანგეთის მთავრობის პრესმდივნის თქმით, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენის განაჩენთან დაკავშირებით სამი ძირითადი პუნქტი გამოყო.

ემანუელ მაკრონის შეფასებით, სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია, მარინ ლე პენის საქმეზე მომუშავე მოსამართლეების მიმართ მუქარები მიუღებელია, ასევე ყველას აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება და კანონი ყველასთვის ერთია.

ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია განაჩენი, აქვს აპელაციის წარდგენის უფლება.

31 მარტს პარიზის სასამართლომ ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დამნაშავედ ცნო. მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან ორი წელი – შინაპატიმრობა, ორი წელი კი პირობითი სასჯელია, მას ასევე ხუთი წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics