12:08 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-02 14:26:47, 603 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ჩატარდა ახალი კოორდინაციის, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრა

„წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრაზე დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისია „როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი, სრულად არალეგიტიმურია და ემსახურება რუსულ ინტერესებს“.

„ჩატარდა ახალი კოორდინაციის, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უკვე ნათქვამია, მაგრამ საჭიროა ხალხმა უკეთ გაიგოს. ეს არის პლატფორმა, რომელიც ღიაა ყველა იმ პროევროპული პარტიისთვის ან იმ პარტიისთვის, რომელიც ახლო მომავალში შეიქმნება; რომლებიც იზიარებენ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს, რომელიც არის ერთი - ახალი არჩევნები და არა სხვა რომელიმე მოთხოვნა და მეორე - სინდისის პატიმრების გათავისუფლება. როგორც პროევროპული პარტიები, ისინი, ასევე იზიარებენ „ქართულ ქარტიას“. ეს არის ის სამი მოცემულობა, რომელიც ქმნის და რომელიც უხსნის გზას პარტიებს, რომ ამ პლატფორმაში შემოვიდნენ.

კოორდინაციამ დღეს განიხილა ერთი აქტუალური თემა, რომელიც არის ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და იქ ადამიანების დაბარება. ჩვენ დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიაში. ერთი მხრივ, ეს კომისია არის სრულად არალეგიტიმური, როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი. მეორე მხრივ, ეს კომისია ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსულ ინტერესებს. არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ვინმემ მიიღოს მონაწილეობა. ეს კომისია ემსახურება იმას, რომ შიში დაითესოს. ახლა პირდაპირ მიზანში ამოღებულები არიან პოლიტიკური ლიდერები, რომ ხალხში გავრცელდეს ის აზრი, რომ „ყველას მოგწვდებით და ყველა სამიზნეში ხართ“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ვინმე უნდა დაექვემდებაროს და შიში გაავრცელოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics