|
2025-04-01 17:38:33, 696 ნახვა
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა - უპირობო სოლიდარობას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძეს
უპირობო სოლიდარობას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძეს, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მასაც ვერ შეაშინებს ივანიშვილის რეჟიმი, რადგან სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და ჩვენი შვილების მომავალი, - ამის შესახებ განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენას. თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებელი ოთხი წელია ტყვეობაშია, ამიტომ მათთვის პოლიტიკური დევნა უცხო არ არის. “ნაციონალური მოძრაობის” დამფუძნებელი, ამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას გაუკვალა გზა ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, მეოთხე წელია პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება, ამიტომ პოლიტიკური ნიშნით პოლიტიკოსების დევნა ჩვენთვის უცხო არ არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებიც იდევნებიან პოლიტიკური ნიშნით, ასეთი პოლიტიკური ლიდერი არის მამუკა ხაზარაძე და ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ მას კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ უპირობო სოლიდარობას, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მასაც ვერ შეაშინებს ივანიშვილის რეჟიმი, რადგან სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და ჩვენი შვილების მომავალი”, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)