|
2025-04-01 16:44:27, 634 ნახვა
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ქმედებებს
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სამწუხარო მოცემულობაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა მხოლოდ ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაშიც აგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ ქმედებებს. მაჭარაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებების არაერთი საჯარო ფაქტია. „იბრძოლეს, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი, ქვეყანა გაეშავებინათ და ა.შ. რა თქმა უნდა, კომისიის დასკვნაში ეს მტკიცებულებებიც უნდა დაემატოს. ვცდილობთ, მტკიცებულებებს თავი მოვუყაროთ და დასკვნაში აისახოს. ბევრი გამოსაძიებელი არაფერი აღარ არის, როცა ადამიანები მოდიან და იმ უბედურებებს ჰყვებიან, რასაც „ნაცმოძრაობა“ სჩადიოდა. ამას 2012 წლის შემდეგაც აკეთებენ“, – განუცხადა მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს. ცნობისთის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი გაფართოვდა. გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა“.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)