23:28 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 14:12:18, 1268 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი რუსეთ-ჩინეთის კავშირების გაძლიერებას აპირებენ

ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი რუსეთ-ჩინეთის კავშირების გაძლიერებას აპირებენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან შეხვედრისას განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს აერთიანებს არა მხოლოდ ისტორიული და სამხედრო ძმობა და გრძელი საერთო საზღვარი, არამედ კეთილმეზობლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და ეროვნული ინტერესების ფართო სპექტრი.

„ასე გვიხელმძღვანელებენ ჩვენი ლიდერები, პრეზიდენტი პუტინი და თავმჯდომარე სი ძინპინი. ცოტა ხნის წინ ვიდეოკონფერენცია გაიმართა, მანამდე კი, სატელეფონო საუბარი იყო და მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ორმხრივი ვალდებულება რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების მუდმივი გაძლიერებისკენ. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მათი შეთანხმებები ეფექტურად განხორციელდეს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა ხედავს მოსკოვისა და პეკინის პასუხისმგებლობას საერთაშორისო არენაზე მჭიდრო კოორდინაციისთვის, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან სტაბილიზაციის ფაქტორის ამ რთულ დროს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით 31 მარტიდან 2 აპრილამდე ჩავიდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics