2016-03-14 10:01:50, 512 ნახვა
საზოგადოება
"ნაციონალური მოძრაობა" ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
"შეძრწუნებული ვართ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი სასტიკი ტერორისტული აქტის გამო, რომელმაც ოცდაათამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქალაქი ანკარა გახდა ჩვენი დროის უდიდესი ბოროტების - ტერორიზმის თავდასხმის ობიექტი. ვუსამძმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, ვიზიარებთ ჩვენი მეგობარი თურქი ხალხის მწუხარებას და ვუსურვებთ მათ სიმტკიცეს და მშვიდობას",-ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან